Tuesday, July 31, 2018

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: ტრიგონომეტრიის პრაქტიკული გამოყენება

2.პროექტის მთავარი იდეა:  როგორ გავზომოთ მაღლივი შენობის სიმაღლე

3.პროექტის აქტუალობა: ინფორმაციის მოპოვება,  დამუშავება,  წარმოდგენა, ანალიზი

4.მიზანი: მოსწავლეები გამოიყენებენ სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს, შეძლებენ მათ გამოყენებას, საკმარისად მაღალი  ობიექტების  სიმაღლის  საპოვნელად.

5.მონაწილეთა ასაკი: XI კლასის მოსწავლეები

6.ვადები-ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2019 წ. ორი დღე 18-19 ოქტომბერი

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პოულობენ მაღლივი შენობის სიმაღლეს

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო: XI კლასის მათემატიკა, შპს  ბაკურ  სულაკაურის გამომცემლობა - ქართული  ბიოგრაფიული ცენტრი თანაავტორები ნანა ჯაფარიძე, მაია წილოსანი, ნანი წულაია, ნინო გულუა, გია ძაგანია. სახაზავი, კუთხის საზომი ხელსაწყო, საზომი ლენტი, ტრიგონომეტრიული ცხრილი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1) მოსწავლეებს  შევახსენებ, ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს მართკუთხა სამკუთხედში, ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლას ცხრილით.
2) ჩვენი ამოცანაა, როგორ გავზომოთ მაღლივი შენობის სიმაღლე, მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობების მეშვეობით, მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი კათეტი ტოლია, მეორე კათეტის ნამრავლის მოპირდაპირე კუთხის ტანგენსზე. 
3) მოსწავლეები აირჩევენ რომელიმე მაღლივ შენობას, გაზომავენ მანძილს ამ შენობის ფუძემდე, მანძილს  ორ წერტილს შორის, პირველი წერტილი ის ადგილია, საიდანაც აკვირდებიან მოსწავლეები. მეორე ადგილი საკვლევი შენობის  ფუძე, მეორე წერტილიდან ხედვის კუთხეს, კუთხეებს გაზომავენ კუთხის საზომი ხელსაწყოთი.
4) მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობების მეშვეობით, იპოვნიან მაღლივი შენობის სიმაღლეს. მოსწავლეები აკეთებენ  ნამუშევრის პრეზენტაციას.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:  XI კლასი მათემატიკა
11.პროექტის ხელმძღვანელი: იამზე გობიანი
12.   პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  i.gobiani@gmail.com
13. პროექტის ხელმძღვანელის  ვებ-გვერდი:  iagobiani.blogspot.com

შეფასების რუბრიკა


გაკვეთილი:"ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობები"-ის პრეზენტაცია

https://drive.google.com/file/d/1bWESwEN_B_bnJEuIPYNU2HDdr4LBtXc6/view?usp=sharing

Monday, July 30, 2018

გაკვეთილის გეგმა




მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: იამზე გობიანი 
საგანი:მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:  საშუალო / 11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  16
მოსწავლეთა პროფილი:  განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არის

გაკვეთილის თემა:ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობები
გაკვეთილის მიზანი: შეძლონ ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობების დამტკიცება და  მათი გამოყენება პრაქტიკული  ამოცანების გადაწყვეტისას.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხების მოგვარება


ვერბალური
მთელი კლასი
ფლიფჩარტზე დაწერილი ქცევის წესები.ფლიფჩარტზე დაწერილი  და დაფაზე გამოკრული გაკვეთილის სათაური,მიზანი და შეფასების რუბრიკები.
2 წთ.
2



წინარე ცოდნის გააქტიურება:
ფლიფჩარტზე წინასწარ ჩამოწერილ კითხვებზე კითხვა-პასუხით შევამოწმებ წინარე ცოდნას. ჩხირებზე მოსწავლეთა სახელები იქნება დაწერილი და
შემთხვევით ამოღებული მოსწავლის სახელის მიხედვით უპასუხებენ შეკიხვებს.
     

კითხვა- პასუხი
მთელი კლასი
ფლიფჩარტზე დახატული ტრიგონომეტრიული ცხრილი, ერთეულოვანი წრეწირი,
წინასწარ ჩამოწერილ კითხვები.

  8 წთ.
3



 მოტივაციის ამაღლება  ახალი თემით მოსწავლეების დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვა. მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ  ამოცანას ევერესტის სიმაღლის გაზომვის შესახებ ტრიგონომეტრიის საშუალებით


ვერბალური
მთელი კლასი
ფლიფჩარტზე დახატული მოსწავლის მიერ
        შესრულებული
ამოცანის ამსახველი ნახატი
7 წთ.
4



 თემა:ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობების  დამტკიცება და გამოყენება   ამოცანების ამოხსნისას.
გადათვლის პრინციპით შევქმნი 4 ჯგუფს დავურიგებ დავალებებს.
          პირველ ჯგუფის დავალება იქნება sin-ის მოცემული მნიშვნელობისთვის გამოთვალონ მოცემული არგუმენტის დანარჩენი ძირითადი ტრიგონომეტრიული ფინქციების მნიშვნელობები.
          მეორე ჯგუფის დავალება იქნება cos-ის მოცემული მნიშვნელობისთვის გამოთვალონ მოცემული არგუმენტის დანარჩენი ძირითადი ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობები. მესამე ჯგუფის დავალება იქნება tg-ის მოცემული მნიშვნელობისთვის გამოთვალონ მოცემული არგუმენტის დანარჩენი ძირითადი ტრიგონომეტრიული ფინქციების მნიშვნელობები.  მეოთხე ჯგუფის დავალება იქნება ctg-ის მოცემული მნიშვნელობისთვის გამოთვალონ მოცემული არგუმენტის დანარჩენი ძირითადი ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობები.

   
მოსწავლეების დახმარებით დავამტკიცებთ ძირითად ტრიგონომეტრიულ იგივეობებს.

ჯგუფებში მუშაობა.
მთელი კლასი
ჯგუფის გასათვლელი ბარათები ,მაგი დების ბეიჯები.თაბახის ფურცლებზე დაწერილი სავარჯიშოები
20 წთ.
5
 მოკლედ ვაჯამებ გაკვეთილს,მოსწავლეებთან ერთად  მიმოიხილავ, თუ რა ისწავლეს ამ გაკვეთილზე.მოსწავლეებს ვეკითხები გამოადგება  თუ არა ეს გაკვეთილი დასახული სასწავლო  მიზნების მისაღწევად. ვახდენ მიღწეული შედეგის გაზომვას,  ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობების გაგება-გამოყენების უნარის შეფასებას.მოსწავლეებმა შეძლეს ძირითადი  ტრიგონომეტრიული იგივეობების დამტკიცება და  მათი გამოყენება პრაქტიკული  ამოცანების გადაწყვეტისას.
            
     გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

ვერბალური
მთელი კლასი
ფლიფჩარტზე დაწერილი ტრიგონომეტრიული ფორმულები
6 წთ.
6
 მივცემ სტანდარტული სახის დავალებასთნ ერთად ისეთ დავალებას, რომელიც მოსწავლეებს მსჯელობის და ანალიზის უნარს განუვითარებს: გაიაზრონ ძირითად ტრიგონომეტრიულ იგივეობები. მივუთითებ ინტერნეტ-მისამართს შესაბამის საკითხებზე.
      მომდევნო გაკვეთილზე ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხებზ


ვერბალური
მთელი კლასი.
ფლიფჩარტზე დაწერილი სავარჯიშოების ნომრები და ინტერნეტ მისამართი
2 წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები მოახდენენ ძირითადი  ტრიგონომეტრიული იგივეობების დამტკიცებას და  მათ გამოყენებას პრაქტიკული  ამოცანების გადაწყვეტისას.


შეფასება:
(მოსწავლის შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას)

ხელმოწერა: იამზე გობიანი
თარიღი: 26.07.2018 წ.